вторник, 7 апреля 2009 г.

შობისა


სეკდემბრისა ც.

სწავლითი ქადაგება ყოვლად წმიდის შობისა სულო ყოვლად

  წმიდა შემეწიე ნეკრესელს ამეროსის.


 


ზეგარდმოისა მადლითა განბრძნობილი, და საღმრთოსა ძალისაგ ან გებულებითა განხორციელებულისა უფლისა ღვთისა მამად წოდებული, უსამღვთოესითა სიბრძნითა მღაღადი, და თხემ გვირგვინი მეფეთა, და წინასწარმეტყვეთა დავით ღაღადებს ყოველთა ადამიერთა სიხარულისა, და სვებისა საუკუნოსა, საუკვდაოსა ცხოვრებისათვის მეტყველი, ფსალმუნსა შინა, 131, და რიცხვსა,13, ვითარმედ ,,გამოირჩია უფალმან სიონი, და სათნო იგი, სამკვიდრებელად თვისა“. სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ.

ვხედავჩვენ დღესა ამას, კეთილმორწმუნენო მსმენელნო, ყოველთა დღეთა, და ყოველთა დღესასწაულთა თავად, და მიზეზად ვინათგა ყოველისა სიხარულისა, და ყოვლითურთ ბუნებისა კაცთასა, ყოველისა სიხარულისა, და ყოვლითურთ ბუნებისა კაცთასა, ნუგეშინისცემისა დაწყება, ღუთისა აბრაამისი, ღუთისა ისააკისი, და ღუთისა იაკობისი, სახელი საუკუნო, და სახსენებელი, თესლითი თესლამდე, დღეს გამოცხადნების, და იდიდების , და დაემტკიცნების, სიტყვიერსა თანა ბუნებასა კაცთასა, და შვება, და სიხარული, და განახლება მოეფინება ცასა და ქვეყანასა.

ამისთვის პირველად აქა გამოვიძიოთ წინასწარმეტყველისა ამის სიტყვა, ვითარმედ სიონად ლექსისა ამის თქმა, თუმცა ფილოსოფოსთამებრ, და წერილისაებრცა, სახელ მოდგმად სხვად და სხვად დამნისვნელობით განიმარტების. მაგრა, ამაზედ განვრცელება აღარ გვეჭირება რომ საიდუმლოებითითა, და ჭეშმარიტის მიხედვითა, აქა სიონად თქმა, და წინასწარ მეტყველება, ყოვლად წმიდასა ამას ქალწულსა მოასწავებს, და დასახავს. რომელიცა პირველ ყოველთა საუკუნეთა მამამან საუკუნომან, ასულად თვისად გამოირჩია, და სულმან ყოვლად წმიდამან სძლად თვისად განკაზმა, და ძემან და სიბრძნემან ღუთისამან, დამკვიდრება ამის შორის სათნო იყო კორცითა კაცობრივითა, და უმანკოთა სისხლთა მისთაგან ყოველივე კაცობრივი შეიმოსა, და მიიხვნა, თვინიერ ცოდვისა.

ამაზედ ღაღადებს დიდი ესე წინასწარ მეტყველი, ვითარმედ ესექალწული სათნო იყო სამკვიდრებელად თვისად და ვინმე არს კაცობრივი ცნობა, და გონება გამოწვლილვით და მოწთომით გამოძიებად ამისა ჵი საკვირველი ესე გამოცხადება.

ვხედავთ გვამსა კაცობრივისა თბითა შობილსა, თუმცა ყოვლად უმანკოებით დაგებულსა, რომლისაგან ეგულვების ცათა დაუტევნელსა ღმერთსა მის შორის აღგებად და დატევნად, რომლისათვის განკვირვებით მეტყველებს სარკედ წოდებულსა მას წიგნსა შინა თვისსა ოქროპირი ვითარმედ, ,, რომლისაცა ყოველი ქვეყანა ვერ შემძლებელ, და უღირს იყო დატევნისა, ესე ღირს და შემძლებელიქმნადამტევნელობისა.

ამისთვის ესე ყოვლად წმიდაი გვამი, ზესთა საკვირველებისა ცნობითაცა მიუწვდომელარს და გონებითაცა გამოუთქმელ. რომელი ესე იქნა პირველ შობისასა ქალწულ, და შობასაცა ქალწულ და შემდგომად შობისაცა ქალწულ. და ესე უცხო არს კაცობრივისაგან მოგონებისა, რამე თუ ზესთა ბრძანებისა არს, და ღუთისა განგებისა საქმე ესე: ვითარცა დასწერს უსამღვ თოესი გრიგორი ნოსელი, ქრისტეს შობისა ძლითსა შინა სიტყვასა, ვითამედ „ ჵი რა დიდ საკვირველარსო, ვითარმედ ქალწული იქმნებისო დედად, და კვალად ეგებისო ქალწულად.

ამით დავინახეთ და ცხადარს შვილნო ეკკლესიისანო ზესთა საიდუმლოებით ესე გამოცხადება, რომელ ყოვლად განწმედილსა ამას ქალწულსა შორის სიტყვა იგი ღვთისა იქნების კაც, და რომელი იგი ძე ღვთისა იყო ბრძანებით, იქმნების უკვე ბრდზანებით ძე ქალწულისა. და ესე ცნობა შეგვასწავწბს ჩვენ ღმერთსა, და კაცსა სრულებით ახსარებულსა ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა, და ორითა მოქმედებითა ჭეშმარიტად ცნობილსა, რომელი იგი ვარსკვლავისა მიერ გვეუწყა, მოგვთა მიერ ხარებულიქმნა, მწყემსთა მიერ მკმილავთა იქადაგა, ანგელოსთაგან იმსახურა, მთავარ–ანგელოსთა მიერ იდიდა, და ყოველთა დაბადებულთაგან თაყვანი სცა .

  გარნა მიერ იქმნა ისე, უკეთუარა ზეგარდამოთა მით განგებულებითა, გამოუკვეთელისა ამის კლდისაგან, და დაკშულისა ამის კლდისაგან, და დაკშულისა ამის, და დაბეჭდულისა საუკვდაოსაგან წყაროსა, დაუთესველისა ამის და დაუნგრეველისა ყანისა, და სამოთხისა დაუჭნობელისაგან, რომლისათვისცა პირველვე მოასწავა სულითა ზეგარდამოთა. დიდმან წინასწარმეტყველმან ისაია, თავსა, ვითარმედ „მე ვარო რომელმან აღგაგე შენ, და შემქმნელმან უმჯობესად. 

ესე ახლად შობილი ქალწული მორწმუნენო, წელთა ძლიერებისათა შერტყმული, და მკლავითა სამკნისათა შემოსილი, კვერთხისა მისაყრდნობელსა მისცემს პირველსა მამასა ადამს, ჵი შეწევნაი ასულისაგან, მამისა დაცემულებისა აღმადგინებელსა,ვითარცა წინასწარმეტყველებს ისაია, გამოვიდესო კვერთხი ძირისაგან იესესა, და ყვავილი იგი უძლურებისა მამისა მამრთელებელი ემპლარსტა. არს რომლისა საუკვდაოსა წნეხილისა სისხლითა ბუნება კაცთა განიკურნა, და მაცთურისა მის მიერი იგი დამონება, და ტყვე ქმნილება გამოიხსნა, და განთავისუფლდა.

ჵი სიხარული ესე საუკუნოჲსა ნუგეშინისცემისა, რომლისათვისცა წინასწარითა მოხარულითა კმითა გვახარებს იგივე წინასწარმეტყველი. ნაკვერცხალითა ბრძმედილი ისაია , თავსა. .იგ, 7.10, ვითარმედ „იხარებდ იერუსალიმ. და კრება ჰყავთ მას შინა, ყოველთა მოყვარეთა მისთა, იხარეთ სიხარულით ყოველთა, რავდენნი ჰგონებდით მას ზედა.

რასა ზედა იშვებენ უკეთუ არა დღეს ქალწულისა ამის შობისთვის.

ანუ პირველ რასა ზედა ჰგოდებდეს, უკეთ არა დაცემულებასა მას პირველისა მის მამისა ადამისსა. და ტყვექმნილებასა მისსა, და დამონებასა მაცთურისა მისგან წარწყმედულისა კვალდცა ვიტყოდე.

და კვალად ვიტყოდეთ თუ, ვიეთნიმე იშვებდეს, და მოხარულებდეს, უკეთუ არა. დიდნი იგი მამათმთავარნი, და წინასწარმეტყველნი, რომელთა თქმა თვითოეულთა მათ მიერ თქმულთა, განავრცობს სიტყვასა ჩემსა.

რამეთუ მათ მიერსა თქმულსა, და მოლოდებასა, დღესა ამას სრულება მიეცა, და მოსწავებაიგი მათი განმართლდა, და ამისთვის იშვებენ. 

და კვალად ვიტყოდეთ ვითარმედ რასა ზედა მოხარულებენ, და ვიეთნიმე გალობენ ზეგარდამო განცრომითსა მას კმასა? უკეთუ არა ზეცისანიცა იგი გუნდნი,და ბანაკნი იგი ანგელოსთანი, თვით თვალითა გარდმომხედველნი ახლად შობილისა ზედა ყრმასა იესოს, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: „ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა, ვითარცა დასწერს ლუკა, (თავსა, ო.) ამისთვის იგინიცა მოხარულებენ, დღისა ამისთვის, ვინადგან ღაღადება იგი, და დიდება და ქება ამისთვის ითქმოდა, და სრულება მიეცა.

და რასა ვიტყოდე უსაკვირველესსა, რამეთუ დასაბამი ესე სიხარულისა, და დასასრულისა ყოველსავე შინა, ყოველივე სრულებით, და სავსებით, ქალწულისა ამის შობითა დღეს დაცემულიქმნების და განვარდების ბოროტი იგი მაცთური, მოქადული და დამწინდველი კაცთა ბუნებისა, და გამოხსნილნო აღყვანებულ ვიქნებით ზენასა სასუფეველსა შინა განვაღვიძო რომელმან შემუსროს თავი შენი, და ესე იქმნა დედაკაცი, რომელარს, დედა ჩემიო ქალწული მარიამ.

და რასა ვიტყოდე ამისსა უმაღლესსა მოხარულებასა მორწმნენო ,უკეთუ შობასა ზედა იოანესსა, ანგელოსი ეტყოდა რა მღუდელმთავარსა ზაქარიას მდგომარესა შინაგან წმიდა მამას წმიდათასა, ვითარცა დასწერს ლუკა ( თავსა, 1 ) ვითარმედ „ მრავალთა შობასსა მისსა განიხარონო. რაოდენ გზის უმეტეს ჯერ არს ჩუენდა სიხარულ და ნუგეშინისცემა, და მადლობისა შეწირვა ღუთისა კაცთ მოყვარისა მიმართ, რომელმან ესე ვითარი და ამისთანა ქალწული ყოვლად წმინდაი მეოხი, და მფარველი მოგვმადლა ჩუენ.

ამისთვის მოვედით საყვარელნო მორწმუნენო, დასასოებით და სიხარულითშეუვრდეთ და თაყვანისვცეთ ახლად შობილსა ამას ქალწულსა, დედასაღუტყსას, დედასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, დედასა, კაცთა ბუნებისა პყრობილებისაგან გამომხსნელსა, და სასუფეველად აღმყვანებელსა.

დედასა ცათა და ქვეყანისა დედოფალსა, ქალწულსაღუთისმშობელსა, მორწმუნენო მოვედით სიყვარულითთაყვანისვცეთ, ვინათგან უმეტესად მეოხი, და მფარველი არის ჩუენი. და წილხდომილი საქართველოსა.

შესავედრებელი ჩვენი, და მცველი სულისა, კორცისა ჩვენისა. ლიმენა მყუდრო ნავტსაყუდელ უღელვო ცხოვრებისა ჩვენისა.

შეჭირვებათა ჩვენთა შემწე , და კელისაღმპყრობელი, შეწუხებათა ჩვენთა მსმენილი, სნეულებათა ჩვენთა მკურნალი .

დედა ესე ქალწული ყოვლადწმინდაი მორწმუნენო, მტერთა ჩვენთა დამცემელი და შემმუსვრელი. შემაწუხებელთა ჩვენთა შემაძრწუნებელი, და ჭირთა ჩვენთა განმაქარვებელი.

დედა ესე ქალწული მორწმუნენო, სიმდაბლეთ ჩვენთა აღმამაღლებელი, ორგულთ ჩვენთა დამამკობელი, და დაცემულებათ ჩვენთა აღმადგინებელი. უღონოებათა ჩვენთა განმამკნობელი, სიგლაკახეთა ჩვენთა განმამდიდრებელი, და შიშლოებათა ჩვენთა, სულიერა და კორციელად შემმოსელი. ობოლთა, ქვრივთა და დაღონებულთა ნუგეშისმცემელი, მოხუცებულთა კვერთხი, დაბერებულთ განმამტკიცებელი, და სიჭაბუკეთა ახოვანება.

დედა ესე ქალული მორწმუნენო, მეფეთა ძლევა, მთავართა სიმარჯვე, და მკედართა უძლეველი საჭურველი.

ეკლესიისა ჩვენისა სიმტკიცე, სამღვდელოთა დასთა სამკაული, და მას შინა შემოკრებულთა მედღესასწაულეთა მამთა და დედათა მტკიცე სარწმუნოება, სასოება. და სიყვარული. უკეთუ ჩვენცა ვინებოთ, და სასოებდეთ ქრისტეს მორწმუნენო, და ღუთის –მშობელისა ამის ქალწულისა მოყვარულნო, რაიცა მოგახსენე, ყოველკისავე შემძლებელ არს და რაიცა ვიტხოვოტ გულითა კეთილითა და სასოებითა მოგვეცეს და წყალობით მოგვხედოს, და ვედრებაცა ჩვენი შეისმინოდ, და შეგვიწყალოს.

და უნდა ვითხოთ საყვარელნო.ესე იგი , რომელიცა ძემან მისმან გვასწავლა, ვითრცა დასწრეს, მატთეს შინა სახარება. (თავსა, 6. 33), ვითარმედ „ პირველა ეძიებდითო სასუფეველშა ღუთისასა, და სიმართლესსა მისსა. და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. პირველად ეს ვითხოოთ მორწმუნენო რათა საუკუნოსა წარწყმედისაგან გამოგვიხსნას ამისმა მეოხებამ.

ვითხოოთ მორწმუნენო, ჩვენის მფარველის ხელმწიფისა, დიდისა იმპერატორისა, ჩვენზედ მოწყალება, და ჩვენის ქვეყნისა დაცვა და დაფარვა, და მტერთა ზედა განძლიერება მისი, რომ ჩვენი ქვეყანაც გამოიხსნას უსჯულოთა მტერთაგან, და განმრავლება, დაამაღლება რქა ქრისტეანეთა გვეღირსოს.

ვითხოოთ საყვარელნო, ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა , მეცნიერებით და ანუ უმეცრებით ქმნილთა მოტევება და შენდობა, მოწყალებითა იესოსითა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ამის ქალწულისა ღუთის–მშობელისათა.

ქრისტეს მორწმუნენო შემოკრებულნო, და მსასოებელნო ღუთისა დედისა, ყოვლად წმიდისანო. ღუთის–მშობელის ქება, და დიდება დაუსრულებელი არის, და არცა ვის ძალუძს სრულებით. და მეც შემოკლებით ამითომ მოგახსენე რომ, სხვა რომელიც თქვენთან სათქმელი სითყვა მაქვს, ისიც თ არ მოგახსენე, არ იქნება. რადგან თქვენის მწყემსობისა თანამდებობა მაქვს. ყოველს ჩემის სამწყსოს ეკლესიებისა რადგან თვითო თავისის დღესასწაულების სწავლა ქადაგება შემიმზადებია, და მომიხსენებია თქვენც უნდა გამცნო, და კიდეც უნდა დაირწმუნოთ, და მოისმინოთ.

„რომელმან არა აღიაროს უფალი იესო ქრისტა ხორციელად მოსრული, იგი არა ღვთისაგან არს. ის უნდა ჭეშმარიტებით გვწამდეს, გვიყვარდეს, და იმისგან ბძანებულთა, და სათნოყოფილთ რაც დაგვიწერეს, ჩვენც ის იმათი აწერილი უნდა დავიჯეროთ, და გავიგონოთ. ეს პირველი ბრძანება: მეორედ ამას გვიბძანებს იოანეს სახარებასა შინა (თავსა 3, 5) „რომელი არა იშვესო წყლისაგან, და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღვთისასა, ვიცით ესე რომ, ამას უნათლავისათვის ძანებს, რომ უნათლავს სასუფეველი არ ეღირსება. კვალად მესამედმისვეიოანესსახარებით

გვიბრძანეს, (თავსა 6, 53). „უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, და სვათსისხლი მისი, არა გაქვნდესო ცხოვრებათავთაშორის თქვენთა. ესეც ვიცით რომ, ამასაც წმიდის ზიარებისათვის ბრძანებს. მართალია შვილნო პირველი ნათლისღება არის ჩვენის ჩოდვების მომთევებელი. და რომელნიც წელიწადში ერთხელ მაინც არ ეზიარებით, დიდად შესცოდებთ ღმერთსა. და რომელნიც კიდევ სამსა, და ოთხს წელიწადს არ ეზიარებით, ჭეშმარიტად აღარც სიკვდილის დღეს გეღირსებათ. და ვერც მღვდელი დაგმარხავთ, არავის მოგეფერები. და კიდევ სხვებიც სწორე უნდა გამხილო, და არავისგან შევიშინო ამაზედა. პირველად დიდმა მოსე წინასწარმეტყველმან მოიღო ღვთისგან წერილი. და უფალმან იესო ქრისტემაც დაამთკიცა. და წმიდათ მამათაც გვიბძანებს, და კვირა და უქმე უნდა დავიმარხოთ, წირვა და ლოცვა მოისმინოთ, და სეფისკვერი აიღოთ. და ასე არა იქთ, ცუდ არს ქრისტეანობა თქვენი.

ეგრეთვე იმავ პირველითგან ღმერთი ბრძანებს რომ შვილები თავისის მშობლების მორჩილნი უნდა იყვნენ, თორემ გარდაჰკდებათ. და ეგრეთვე მშობელთაც თქვენი შვილები კეთილად უნდა გასწვართოთ, თორემ ღმერთი მოგკითხავთ.

ეგრეთვე რომელიც მარხვა წმიდათ მამათაგან წერილით მოგვცემია, ის უნდა დავიმარხოთ, და არ შევრიოთ, თორემ ცუდ არს თქვენი ქრისტეანიბა.

ეგრეთვე რომელიც მკითხავს აკითხვინებთ, და ან სიზმარი გწამსთ, და სხვა რამ თილისმა იცით, სწორე უნდა გამხილო, რომ ზიარება აღარ გეღირსებათ.

ეგრეთვე რომელიც სამღვდელოს კაცს შეურასხად გაჰკდით, იცოდეთ რომ აღარც ეკლესიაში მისვლის ღირსნი ხართ. ამისთვის რომ სამღვდელონი თქვენთვის ილოცვენ, თქვენც პატივისა, და სიყვარულის ვალი გაქვსთ, და ვინღა გლოცავსთ.

ეგრეთვე თქვენი მეზობელი,და ქრისტეანე ძმა უნდა გივარდესთ, და უმძრახად არ უნდა დაადგეთ, თორემ აღარც თქვენის ცოდვის შენდობამოგეცემათ. სხვის შური, და მთერობა წარწყმედელი არის, თუ მალე გული არ გამოიბრუნა. სხვის პარვა, ტაცება, და დამალვა, სასუფეველისაგან დაჰკარგავს თუ ისევ არ მისცა.

უნდა მოგახსენო, და არ დაგეფერო, სხვის ბოროტად შეყვარება, მაჭანკლობა, ცრუ და ბილწი ლაპარაკი, ეგრეთვე ცილისწამება, ძრახვა, და თავსაცილი, ცრუ ფიცი, და ენის მიტანა, ესეებითუ არ შეინანა და კელი არ აიღო, იმისი ცხოვნება არ იქნება.

კიდევ უნდა მოგახსენო რომ, მოციქულიცა ბძანებს „დაემორჩილენითო უფალთა თქვენთა, ყმა და მოსამსახურე თავისის მებატონის ერთგული, და მორჩილი უნდა იყოს, მაგრამ აგრეთვე მებატონეც უსამართლო და შეუბრალებელი არ უნდა იყოს, თუ იმ თავისს უმცროსში მორჩილება დაინახა. და თუ მოუქცეველი და დამნაშავე არის, ის თავისივე შეოცდება გარდააკდევინებს, და ცხვირში ამოჰკრავს.

ამ დღესასწაულს ამისთანებზე ლაპარაკი არ მინდოდა, მაგრამ მაგ თქვენს შეკრებულებაში, რაც ესეები მოგახსენე ეგების ერთსაც არის გულში ჩააჩნდეს ეს ჩემი მხილება, და დაწერილი, და ღმერთმან მოაქციოს იმისი გული კეთილად.

და რომელნიც ამაების მოქმედნი არა ხართ, ღმერთმან უმეტესად განამთკიცოს თქვენი გონება, რომ არ შევსცდეთ, და ღმერთი არ განვარისხით, და დაგვიაროს მადლმა ყოვლად წმიდისა ღუთისმშობელისამან, მრავალს თავის წმიდას დღესასწაულსა მშვიდობიანად, და უცოდველად, მისა სვენის დიდება, პატივი, და თაყვანისცემა, უკუნისამდე ამინ.

 

სწავლა ქადაგება ყოვლად წმიდის შობისა. სულო ყოვლად

წმიდავშემეწიე ნეკრესელს ამვროსის.


 


იშვებდინ ცა ზეგარდამო, და ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა, ღმოაცენენ ქვეყანამან, და აღმოამორჩნენ ერთბამად წყალობა, სიმართლე, მე ვარ უფალი რომელმან აღგაგე შენ და შემქმნელმან უმჯობესად. დაწერს ისაია წინასწარმეტყველი, (თავსა,45 და რიცხვსა, 8). სახელითა მამისათა, და ზისათა , და სულისა წმიდისათა,ამინ

გიხაროდენ ერნო, გიხაროდენ ქრისტეს მორწმუნენო, გიხაროდენ. კვალად გეტყვი გიხაროდენ ღუთიურ შემოკრებულნო და მხიარულიყვენით ამისთანას, და ესე ვითარის დღესასწაულის შემოსვლისათვის. ვინათგან ეს ამისთანა დღესასწაული არის, რომ ცა და ქვეყანა იშვებს და განიხარებს ამ დღისათვის, და ახლა ჩვენ გავსინჯოთ, და ვიფიქროთ, რომ ჩვენ რაღა გვმართებს, ქრისტეს მორწმუნეთა, და ღუთის–მშობელისა მარიამის მოსავთა.

ძველათგან, და მრავალს წელს უწინ მოასწავებს, და წინასწარმეტყველებს ამ დღისათვის დიდი წინასწარმეტყველი ისაია, რომცასა და ქვეყანას დღეს მიეფინა შვება, განცხრომა და სიხარულიო, რომ ქვეყანამ წყალობა და სიმართლე აღმოაცენაო, და უნდა ვიკითხოთ რომ კმაარის, და რა წინასწარმეტყველება არის ესე.

ესე არს ესე ღუთის–მოყვარენო რომელ, როდესაც უკანასკნელსა მას ჟამსა, რომელარს განხორციელება სიტყვისა ღუთისა, განეხვნეს საქანელნი მოწყალებისა ღუთისანი, და წთოდეს სიმართლესა ბუნებასა ზედა კაცთასა, ეს მაღალი და საღმრთო წინასწარმეტყველება იმ დღისათვის არის, და იმ ღისათვის მოასწავებს. მაგრამ საკვირველი ეს არის, რომ სიმართლესა ღუთისასა წარწყმედული იგიაღარ უნდა მოეძიებინა.

ამისთვის რომ იმ პირველმა მამამან ცვენმან ადამ, რადგანთავისუფლებით, და ნებსით თვისით წარსწყმიდა თავი თვისი ამისთვის ჯერ იყო ღუთის სამართლისაგან. რომელარს სიმართლე ნებსით თვისით წარწყმედული აღარ მოეძია. მაგრამ ღუთის მოწყალებას კი არა შვენოდა ესე. აქა თუმცა სამართალი, და მოწყალება განსხვავებულნი არიან,და ურთიერთ არს ჭინააღმდეგნიც არიან. მაგრამ რადგან ორნივ ღუთის–საკუთარნი არიან მოწყალებაცა, და სამართალიცა. გარნა არა მარადის, და არცა ერთად იმყოფებიან ღუთისა შორის, მაშასადამე. ღმერთი ოდესმე მართალ, და ოდესმე მოწყალე ვინათგან სამართალი არის რომელ ღმერთი მოწყალეც იყოს, გარნა მოწყალე არა უსამართლოდ.

ამისთვის თუმცა ნებსით თვისით წარწყმედილიქმნა, რომელ არა ჯერ იყო გარდაკდომად მცნებასა, დ ბრძანებასა ღუთისასა, და სამართალმანცა ღუთისამან ჯერისაებრცა დასაჯა გარდაკდომითა მით მაგრა უკანასკნელსა ჟამსა წარმოდგა მოწყალებაიცა იგი ღუთისა და სამი საკვირველი პირისპირი სამართლად დასჯილისა მის კაცისა საქმე მოიხელოვნა, ერთად რომელ თუმცა ნებსით თვისით შესცთა, განა სხვისა მიერითა მით შეცთომითა, იქმნა შეცთომა იგი, და შეტყუილითა ზაკვითა, და დასახვითა მით გველისათა.

მეორედ შურითა მით იქმნა ცთუნება იგი, რომელ ესე კაცი ხატად ღუთისად დაბადებულიქმნა, და თავისუფლებით, და სულად, და ხორცად, და უნივთოსა და ნივთიერისაგან, და უსხელოსა და სხეულისაგან მაგრა, მომაცთუნებელი იგი ამისი მხოლოდ სულ, და უნივთო, და უსხეულო, და შეუხებელ უკეთუ არა ღუთისაგან. და კვალად იგი შეცდომილიქმნა, და წინააღმდგომ ღუთისაი გარნა არავის მიერ, ხოლო ესე მის მიერითა მით შურითა, და ზაკვითა,დასიბოროტითა მის მიერითა შეცთომილიქმნა.

ხოლო მესამედ ვითარმედ ვითანგა შეცთომილიქმნა, მით დაისაჯაცა, მაგრა დასჯასა მას ესე ვითარი უძლიერესი წამალიც დასდვა, რომელ არ ეგებოდა რომ ამისთანას საკვირველსა, მოუგონებელსა და მოწყალებიანს წამალს, პირველი იგი სამართლად დასჯა ადამისი წინააღმდგომ ქმნილიყო. ვინადგან კაცის გონებისაგან მოუგონებელი განგებულება, განკაცება, და განხორციელება მოიგონა ესეიგი, უნიგიო ნივთიერთათანა განცხადნა უსხეულო სხეულისა მომარო იქმნა, უხილავი ხილულთა და შესახებელთა თბეთა კაცთა ბუნებისა თანა შეერთებასა ეზიარა, და ქალწულისა მარიამისგან ხორცნი სულიერნი,და სიტყვიერნი, და გონიერნი, მიიხვნა, ყოველივე სული კაცება შეიმოსა, თვინიერ ცოდვისა, და მამა–კაცისა.

და ვისითამე მოწონებითა იქმნა ესე, და ვისითამე ქალწულებითა, და ვისითამე სიწმინდითა. უკეთუ არა ღუთივ სანატრელითა ამით, და ღუთივ განკაზმულითა გვამითა, რომელისათვისაცა პირველითგამე იწინასწარმეტყველა დიდმან ისაია. ვითარმედ „აღმოამორჩენ ქვეყანამან წყალობა, და მშვიდობა ესე იგი არს ქალწული მარიამ, რომელი აღმოჳდა ძირისაგან იესესა. ამისთვის საყვარელნო, ესე ქალწული მარიამ არს ვიდრე მე სავსე წყალობითა, ყვავილოვნებისთა.

სავსე წყალობითა რომელ დასჯასა მას კაცის ბუნებისასა, ამისმან მოწყალებამან სამართლით დასჯასა ადამისასა, მოწყალება და სიყვარული ღუთისა წინა აღუდგინა. სამართალმან ღუთისამან წარსწყმიდა ადამ, და მოწყალებამან ამისმან შეცთომილი იგი და წარწყმედული მოაძიებინა..

ოდესმე თქვის სიმართლემან ძისამან, მე მოვაკუდინებო, და მე ჳგჳემო, არამედ მიუგებს მოწყალება დედისა, მე აღვადგინებო,. მე განვკურნებო , და განვაცხოველებო.

ამისთვის სიმართლე არს ესე ქალწული ღუთის –მოყვარენო, რომელი აღმოაცენა ქვეყანამან მოწყალებასათანა. ესეიგი, ვინთგან სამართალ არს რათა დედა მარტალ იყოს, ამისთვის მაცხოვნებელად და ადამის ბუნების აღმადგინებელად გამოირჩია ესე ღმერთმან რათა სწყალობდეს ცოდვილთა რამეთუ დედა არს მოწყალებითა. ვითარცა თქვა დიდმან ისაიამ. „ აღმოამორჩენ ერთბამად წყალობა და სიმართლე. ამისთვის მშვიდობაცა არს საყვარელო, წმოდაჲ ღუთის–მშობელი მარიამ. ამით რომელ, ამისმან ყოვლად საკვირველმან ქალწულებამან, ზეგარდამო წმიდათა ანგელოსთა ჳმა მშვიდობისა და სიხარულისა გარდმოაძახა „ დიდება მაღალთაშინა ღმართის, და ქვეყაანასა ზედა მშვიდოა. და კვალად მშვიდობა არს.რომელ, რაჟამს ცოდვათა ჩვენთა ღელვითა აღშფოთებულვიყვნეთ, მაშინ გეტყვის ჩვენ კეთილობთითა, მოვედით ცემდა შვილნო, და განათლდით ჩემ მიერ, რამეთუ მსმენელსა ჩემსა არა სადა ჰრცხვენეს. თქმისაებრ ოვლად ბრძნისა ზირაქისა, 24 , 24 .

ესე ახლად შობილი ასული, შვილნო ეკლესიისანი, რომელისაცა დღესასწაულთა წლითი წლად განაახლებს წმინდაჲ ეკლესია, არს უკუჱ, და წიქმნა დედა ჭეშმარიტად ღუთის– შობელ, პირველ შობისა, ქალწულ შობასა შინა ქალწულ, და შემდგომად შობისაცა, ქალწულ, რომელ აღმოსცენდა მართალთა მშობელთაგან იოაჵმ , და ანნასა. ყოვლადწმინდაჲ, უმანკო, და შეუგინებელ.

ვხადით ჭეშმარიტად დედად ღუთისად, რომელ, ამის უბიწოთა სისხლთაგან შეინაწევრაგვამი სიტყვისი ღუთისა გარეგან ჰსჯულთა ბუნებისათა, ვითარცა იტყვის საღმრთო დიონისიოს არიოპაგელი საღმრთოთა სახელთა, წიგნსა მეორესა, თავსა: „ უმეცარვართო თუ ვითარ ქლწულებრივთა სისხლთაგან სხვათა სახითა შეინაწევრა გვამი მისი გარეგან სჯულთა ბუნებისათა. ამას სახელდებს წმიდაჲ ეკკლესია, სულიერად საწმისად მატყლისად, საღმრთოსა მადლისა წოდებითა, ერთად რომელ ცოდვისა ზამთარსა შინა განყინული ბუნება კაცთაქ ოქრო ქსოვილთა ამით, ქალწულებისა და სიწმიდისა სამოსელისა შემოხვევითა განტფობილთა, და მეორედ რომელ, ჟამსა გვალვისასა რომელსა შინა კერპთმსახურებითა შეიწვებოდეს ნორჩოვანი სიტყვიერნი ვენაჳნი, მას ჟამსა დაიდვა სულიერი ესე საწმისი, რომელსა ზედა, და არა სხვასა, გამოიწურა უჳელოდ, და აღავსო ყოველი სოფელი წყალითა ცხოველითა, რომელი ესე იყო ნიში გამოჳსნისა ისრაელთასა, ვითარცა იტყვის წიგნი მსაჯულთა, 6, 38

ამას ეწოდების მაყვალი იგი შეუწეველი, რომელი იხილა მოსე ვითარმედ ეგზებოდა, და არა შეიწვებოდა, და ღრუბელი იგი დიდი, რომელსა გარემო იყო ცეცხლი ელვარე, ხილული ეგზეკიილის მიერ წინასწარმეტყველისა, რომელიცა იხილა ქობარ მდინარისა კიდესა ზედა, და ესე ორნივე ყოვლად წმიდა ამას ქალწულისა გამოსახავდეს, რომელ ცეცხლითა ღვთაებისათა არა შეიწვების, და არცაღა შეიცვვლების სიტყვიერ მოკუდავისაგან ბუნებისა, დაღათუ შეიცვლების მის შორის სჯული ბუნებითი, რამეთუ ქალწულიცა არს, და მშობელ. და შემდგომად შობისაცა უხრწნელარს, და ღუთის–მშობელიცა არს საკუთრად, ვითარმედ ძე ღუთისა ჰშვა, ვითარცა დასწერს მოციქული, კოლასელთას შინა მიმართსა ეპის. (ო,9) ვითარმედ ,, რომელისა შორის ყოველივე სასვსება ღუთაებისა დამკვიდრებულ არს ჳორციელად.

ესე ქალწული მარიამ საყვარელნო, დედა ღუთისა, კვალად მრავალ კეთილ, სახელოანად სახელად წოდებული, დიდთა მამათმთავაღატ, და წმიდათა წინსწარმეტყველთაგან მოსწავლებული, ახალთაცა წმიდათა დიდთ მოძღვართაგან, ესაკვირველისისა, და უსამღუთოებისას მადლითა, რტოდ ვენაჳდა ნორჩდ ვიზისად აღმონორჩებით სახელდებული; ვითარცა დასწერს უსაღრმთოესი მოძღვარი მედიოლანისა. დიდი ეპისკოპოსი ამვროსი, ვითარმედ ,, ვინ არისო რომელი აღმოვალს უდაბნოსაგან, და ამაღლდებისო ვითარცა ნორჩი ვაზისა. ესე იგი არს, ვინათაგან უდაბნო. ოჳერსა რასმე, და უშესა მწირსა ადგილსა დანიშნავს, ეგრეთვე ვიდრემდის ქალწული ესე მარიამ აღმობრწყინდებოდა, არა იყო მთვრობა ღუთისა სოფელსა ზედა, არამედ ეშმაკი მთავრობდა, და ამისთვის იყო ყოველი სოფელი ოჳერ და უუფლო, როდესაც ესე ვითარისა უდაბნოსაგან ადგილისა აღმობრწყინდება, მიერით განვარდა მთავარი იგი ბნელისა, სიტყვისაებრ თვით ცხოველისა პირისა. და შვილება ღუთისა, და ქრისტეს შემოსა მოგვეცა, ვითარცა ღუთის–მეტყველებს იოანე, ,, მოსცა მათ ჳელმწიფება შვილ ღუთისა ჰყოფად, რომელთა ჰრქამს სახელი მისი. და კვალად ვითარ იგი უდაბნო არს ლტოლვილი. და განშორებული სოფლიერითა აღშფოთებათაგან და ესე ქალწული ყოველთა ვნებულმოყვარებათა, და ამბოხებათაგან ჰურიათასა, განშორებულთა მართალთა მშობელთაგან აღმოსცენდა და ამაღლდა ვითარცა ნორჩი ვაზისა, რომლისა ფურცელნი არა სადა დასცვიეს, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა.

და ესოდენად, და ესე ვითარედ ყოვლითურთ კეთილოვნება არს ჩვენდა, დღეს შობა ესე დედისა ღუთისა შვილნო, ვინათგან ამის აღმოცენებითა სასუფეველი ცატ გვეღირსა, შვილება ღუთისა მოგვეცა, ნაღლის–ღებისა მადლი მოგვენიჭ და ქრისტეს ნათლი შეგვემოსა, და სიბნელისა იგი ძველი საბლარდნელი განგვეძარცვა, ამისთვის სიხარულ და მხიარულება არს ჩვენ მორწმუნეთა და თაყვანისმცემელთა ამისთა, რამეთუ ცა და ქვეყანა მხიარულებითა დიდითა დღეს შობისა, და აღმოცენებისა ამისთვის, ქალწულისა, ვითარცა მოვიჳსენიეთ დიდისა და მის წიმასწარმეტყველისა ისაიასი, და რაოდენისა მადლობისა და თაყვანისცემისა შეწირვა ჯერ არს ჩვენგანცა საყვარელნო, ღვთისა მიმართ, და ყოვლად წმიდისა ამის ქალწულისა. რომელიცა ჩვენ მოწრმუნეთა მისთათვის არს მარადის მოწყალე, მარადის მეოხი, და მფარველი, და განსაცდელთაგან გამომხსნელი, ეკუეთუ სათნოდ, და მორჩილ მისსა ვიყვნეთ, და ნებასა მისსა ჩვენს სორის განუსვენოთ, და კეთილის საქმით მოვიქცეთ, სიმდაბლით, სიყვარულით, მარხვით, ლოცვით, მოწყალებით, სიწმიდით, და სიმართლით, ამაებზედ თუ დავდგებით, და ღვთის –განმრისხებელის ცოდვებისაგან ჳელს ავიღებთ, შურისაგან, მტერობისაგან, სიხარბისაგან ძრახვისა და ცილისწამებისაგან, მკითხავთან მისვლისა და ლოცვას შეიყვარებთ, წელიწადში ერთხელ მაინც აღსარებსას იტყვით, და წმიდას ზიარებას ეღირსებით, და კვირას და უქმეს წირვასა და ლოცვას მოისმენთ, და იმ დღეებს არ გასტეხთ, და სეფისკვერს აიღებთ, და ამისთანას სასოებით მოიქცევით, ჭეშმარიტად ღმერთი მოგხედავთ, და ყოვლად წმიდაჲ ღვთის–მშობელი მარიამ მეოხი, მფარველი, ცოდვათა შემნდობელი, და განსაცდელთაგან გამომხსნელი იქნება, შემძლებიცა რაოდენიცა ენებოს.

ვევედრენით საყვარელონო შვილნო მოწრმუნენო, ყოვლად წმიკიდას ღვთის – მშობლისა რომ გვაღირსოს თვისის ღესასწაულისა თავისს ეკლესიასი მშვედობიანად და სიხარულით მოსვლა მარადის და გარდაჳდა ლოცვით და მადლის ღირსებით.

გვაღირსოს შვილნო ქრისტეანობის მტერის დაცემა და დამდაბლება, და საქართველო მშვიდობის გაგონება, და რომელიც ჩვენის ქვეყნისათვის მოწყალე, და შემბრალებელი გამოჩნდეს, დიდი ჳელმწიფე დიდის რუსეთისა (იმპერატორი ალექსანდრე პავლეს ძე) ადიდოს, ღმერთმან და განაძლიეროს, და საქართველოს მტრებზე უსკულოსა, და ჩვენ დამამდაბლებზე შეწევნა და დაცემის ზალი მისცეს, და ჩვენს ქვეყანას კეთილნაყოფიერება, გვეღირსოს, და განსაცდელისა. და შეწუხებისაგან გამოხსნა, და მას საუკუნოს მას სისედბასა შინა თავისის მხოლოდ შობილის ძის უფლისჲ იესოს მიერ მადლი და სასუფეველში ღირსება მოგვეცეს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი, მადლითა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთის–მშობელისათა, მისა შვენის და თაყვანისცემა, უკუნისამდე ამინ.

ივნისს კდ. მცირედი სწავლა-ქადაგება, გლახაკ ბირისა ნეკრესელის ამვროსისაგან სამწყოსოთათვის. შობისთვის ნათლისცემელისა მისითავე მადლითა, შემეწიე სულო ყოვლად წმიდაო!

 


აღვიდეთ უაღვისკრებულესითარე ცნობითა, ზეგარდმოითა მადლითაგანბრზნობილისა, საღმთოისა მღვდელთ მთავრისა, და წინასწარმეტყველისა ზაქარიას მიმართ ზესთა ნიჭებულითა მადლითა, მღაღადისა ძისადმი თვისისა, ახლისა ყრმისა იოანესათვის, ნათლის-მცემლისა ქრისტესისა, რომელსა უღაღადებს ლუკას შინა სახარებასა, თავსა, 1. და რიცხვსა, 76, ვითარმედ და შენ, ყმანო, წინასწარ-მეტყველ მაღლისა იწოდო; რამეთუ წარსძღვე შენ წინაშე პირსა უფლისასა, გგანმზადებად გზათა მისთა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

ღვთის მოყვარენო! რომელსაც ქვეყანას, ერთი რომელიმე კეთილი საქმე შემოიღება და განმრავლდება, ის კეთილი საქმე ღვთის-მოწყალებით, იმ ქვეყნის მპყრობელის მეფისაც სადიდებელი იქნება, და იმ ქვეყნისაცა, და ქრისტიანობისაც ასამათლებელი, და განსადიდებელი იქნება. ახლა მე, რადგან უმაღლესისა მეფისაგან და უწმიდესის პატრიარქისაგან თქვენი მწყემსობა მებძანა, თანამდებობა მაქვს, რომ რაოდენ ძალვიდვა თქვენი სულისა, ქრიტეანობის სადიდებელს სიტყვას მოგახსენებდე, გამცნებდე, და გამხილებდე ვითარცა წმიდაი მოციქული პავლე ტიმოთეს მიუწერს ეპისტოლესა შინა, თავსა 1, 6, ვითარმედ რომლისათვის მოგახსენებ შენ, განმცხოველებლად მხურვალედ მადლსა მას ღვითისასა, რომელ არს შენთანა, დასხმითა ხელთა ჩემთათა. ამისთვის მოწყალებითა ღვთისა თვითოს სოფელში, თვითო იმ ეკკლესიის დღესასწაულის სწავლა და ქადაგება შემიმზადებია, დამიწერია, და იმ ეკკლესიაში დამიდვია, როდესაც, განიცადეს დროსა და ან უქმეს მწუხრზე მოცალება გქონდესთ, იმ ეკკლესიაში წარიკითვდეთ, და მოისმენდეთ; რომელთაც კეთილი გაქვნდეს და მეცნიერნი იყვნეთ. ღმერთმან უმეტესად განგაბრძნოსთ, და კეთილზედ შეუძვრელად დაგამტკიცოსთ; ხოლო რომელთაცა ნაკლულევანება გაქვსთდა მცირე ესე სწავლა თქვენად სახმარი იყოს, მოისმინეთ, შეიწყნარეთ და მიიიღეთ თქვენის სულის შესაწევნელად, რომ დავით წინასწარმეტყველის ისტყვა თვენზეს აღესრულდეს, ვითარმედ მიიღეთო სწავლა ნუ უკვე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქვენ გზისა მისგან მართილისა. ამისთვის, პირველსავე სიტყვასთან მივიდეთ, რომელსაც დღეს შობისთვის დიდებულისა ნათლის-მცმელისა მამა თვისი მღვდელ-მთავარი ზაქარია უწინასწარ-მეტყველებს ვითარმედ "და შენ ყრმანო, წინასწარმეტყველ იწოდო" და შემდგომნი. ამისთვის სხვასაცა მრავალი წინასწარმეტყველება დაგვიწერა, მაგრამ ახლაამ თავის ძეს რომ უწინასწარ-მეტყველებს, ჭეშმარიტად კიდეც აღსრულდა იმისი წინასწარ-მეტყველება, რომ ყოველთა კაცთ ბძანებისა უფროსად ყოველთასა, იდიადა შემოქმედისა თვისისაგან დიდებული ნათლის-მცემელი ვითარცა დაგვიწერს ღვთის-მეტყველთა კაცთა, სულის წმიდისა მადლითა აღვსილთა, და თქვეს; ხმად ღაღადებისად და გზათა უფლისათა განმზადებელად, სანთლად ნათლისად, ცისკრიად დღისად მის და მზისა სიმართლისად, და კვალად სხვად მრავლად კეთილ სახელად მოასწავეს. ვითარცა ღვთის-მშობელისა მარიამიასა და ცხოვერლსმყოფელისა ჯვარისათვის, ეგრეთვე დიდებულისა ნათლის-მცემელისა იწინასწარმეტყველეს, მოასწავეს, და დაგვიწერეს, და კიდეც ასრულდა, რომ იქივ და მაშინვე ხარებაში რომ ზაქარიასა და ელისაბესდს ეხარა, ოთხი უდიდებულესი საკვირველება გამოცხადდა, რომ ესე ვითარად სხვასა არავის წმიდათაგანზე გამოცხადებულა ამისთანა საკვირველება. პირველად ესე, რომ რომელმანცა ქალწულს მარიამს ახარა შობა იესოსი, მისგან-ვე შობილი სულითა წმიდითა ეგრეთვე ზაქარია წინასწა-მეტყველსაცა მანვე მთავარ-ანგელოსმან გაბრიილ ახარა შობა ძისა თვისისა იოანესი, ვითარმედ "აჰა ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვესო შენ ძე, და ეწოდოსო სახელი მისი იოანე" ვითარცა დასწერს ლუკა მახარებელი. მეორედ, კვალად სადიდებელი იყო, რომ, ვითარცა ქალწულსა მარიამს ტაძარსა შინა ეხარა, ეგრეთვე შობაცა ნათლის-მცემელისა ტაძარში ეხარა მამასა მისსა ზაქარიასა, საკვირველისაჩვენებითა დღესასწაულსა განწმედისასა. მესამედ, ესეც სადიდებელი იყო, რომ მრავალთა ერთა და შესაკრებელთა შორის ეხარა. და მეოთხედ, უსაკვირლესი ეს იყო, რომ მსწრაფლ და მაშინვე ენაც დაუდუმდა, მანამ იოანე იშობებოდა დადუმებული იყო ზაქარია მამა მისი, და ვერარას თქმას ძალევდა თვინიერ დაწერისა, ვითარცა აღწერს ლუკა მახარებელი, ვითარმედ "და შეძრწუნდა, ზაქარია, იხილა რა იგი, და შიში დაეცა მას ზედა". ვიკითხოთ, საყვარელნო, რათ შეშინდა და შეძრწნუდა ეს წმიდაი მღვდელ-მთავარი? ამაზედ შეშინდა, რომ, თუ ანგელოსი არის ეს რომ მეჩვენაო, კაცის სახით ასე როგორ მეჩვენავო, და, თუ კაცი არისო, ამ დახშულს ტაძარში როგორ შემოვიდა და დახშული კარი ვითარ განაღოო, რომ ჯერეთ სხვა არავინ შემოსულა ამ წმიდა წმიდა-თაში, თუ არ მთვდელ-მთავარი, და იგიცა ერთგზის წელიწადსა შინაზ ამისვის, კვლად მახარებელი, შემდგომს სიტყვას ორს კიდევ დასწერს ანგელოსისაგან თქმულსა, რომ "ნუ გეშინინო ზაქარია" ეტყვის ანგელოსი, პირველად, ამისთვისა, რომე ჩემის სახით არ გეჩვენო, კაცის სახითა და ნაკვთით გეჩვენო, რომ არ შეშინდეო. აქ გავსინჯოთ; რომ თურმე თავისის სახით ანგელოსის დანახვა, დიაღ დიდად საშინელი და შესაძრწუნებელი რამ არი, ვითარცა დასწერენ წმიდანი. და მეორედ, ამისთვის ნუ გეშინისო, რომ არათუ შეშინებად მოველო შენდა, არამედ ხარებად და სიხარულად, და მცნებათა ღვთისათა სწავლად და მითხრობად! და ამაზედ არ უნდა შეშინებულიყო ზაქარია და არც შეძრწუნებულიყო? მაგრამ მეორე სიტყვა რომ უთხრა ანგელოსმან, რომ "შეისმინა ღმერთმან ლოცვა შენი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვესო შემ ძე ამაზედ". კიდევ უმეტესად შეშიმდა, რომ მე ამისთვის ხომ არ ვილოცაო, რომ შვილი მამეცესო; ჩემი ვედრება და ღმერთთან სათხოვარი ეს არ არისო, ჩემი ლოცვა ღუითის სადიდებელი არისო, რომ ერისათვის ვევედრებიო. მე რომ აქედამ ერის საკმეველად გავიდეო და ერს ვახაროვო, რომ ანგელოსმა შვილის შობა მახარაო; ერნო, მე და ელისაბედს ამ მოხუცებულობაში, რომ ჩვენ დღე კიდეც გაგვივლია, შვილი მოგვეცემა! მე ეს არ შემიძლიანო, რომ ერს მე ეს გამოუცხადოვო. ერი მე მაშინვე ქვას დამკრებსო და ასე მეტყვიანო; ჩვენ აქ შენის შვილის მოცემისათვის კი არა ვართო შემოკრებულნიო, რომ შენ შვილი მოგეცესო; ჩვენ შემის შვილის მოცემით რა გვერგებაო, ერი ამის ყვედრებას დამიწყებსო, და ამაზედ იყო ზაქარია, დიდი მღვდელ-მთავარი, შეშინებული და შეძრწუნებული. მაშინ ანგელოსმან მიუგო და ის გულის ზრახვა განუმარტა და ეტყოდა: "ჰოი ზაქარია, ნუ გეშინინ და ნუცა შესძრწუნდები ამაზედ, ამისთვისა, რომ "შეესმეს ღმერთსა ლოცაანი შენნი, შენ სთხოვ ღმერთსა, და ევედრები ერის ცხოვრებისათვის, და ცოდვათა მიტევებისა და შენდობისათვის, და მეცა მასვე მოგითხრობ და გახარებ, რომ აჰა ელისაბედ ცოლმანშენმან გიშვესო შენ ძე, რომ შობასა მისსა ზედა მრავალთა ერთა განიხარონ; დიდად საცხოვრებელი და შემწე იყოს ერისა, წინამორბედი და წინამსრბოლი მაცხოვრისა, და სანთელინათლისა, და ქადაი და მასწავლელი სინანულისა, რომელმანაცა განმზადესო გზანი მისნი". ვითარცა დასწერს სახარება. ახლა ამაზედ უსმდა ზაქარიას და ჯერუჩნდა, რომ ანგელოსის სიტყვა და ხარება სათნო რყო და მოსწონებოდა და მადლობა შეეწირა და მიეძღვნა; მაგრამ საეჭვო სიტყვა მიუგო, რითა ვსცნაო ესე, როგორ დავიჯეროვო, მე მოხუცებული ვარო, და ელისაბედ ბერწ და გარდასულ დღეთა, რით უწყოდეო? რით უნდა იწყოდე? ჰოი ზაქარია მღველთ-მთავარო და სჯულის მოძღვარო, და გამომეძიებელო! იხილე ისაკ, რომელ იგიცა ხარებითა იშვა, რომლისა მამა აბრამ დიდად მოხუცებული იყო და ცოლი მისი სარრა ბერწ. იხილე სამოელ, რომელ დედაცა მისი, ანნა ბერწ იყო. კვალად იხილეცა ქალწული მარიამ. რომელი თვით შენ აღზარდე ტაძარსა შინა, რომდის დედა მისი, ანნა ბერწ იყო; არამედ ღმერთმან მიანიჭა მას შვილი, რომლისა შობითა იქმნა გამოხსნა ყოვლისა სოფლისა! ეგრეთვე, ესეცა იგივე ანგელოსთა მთავარი არს რომელიცა დღეს გახარებს და გეტყვის: " მე ვარო გავრიილ, შუამდგომელი თქმულთა ამათ, მე ვარო მდგომარე წინაშე ღვთისა. მე გახარებ ძესა სიბერესა შენსა, და უკეთუ არა გრწმენეს. აჰა იქმენ შენ დადუმებულ ვიდრე დღემდე მისა, რომელსა სახელი უწოდო ოიანე". მაშინ განვიდა ზაქარია, საკმეველსა კმევად ერისა მიმართ, და ერნი განკვირვებულნი ხედვიდნენ რომელ დადუმებული იყო, და სიყვის თქმა არღარა ძალევდა. და ამისა შემდგომად, თუ ვითარ წარვიდა სახლად თვისად და ვითარ იქმნა შობა ნათლის-მცემლისა, ვიტყოდეთ მადლითავე მისითა. ვითარცა დასწერს იგივე მახარებელი ლუკა ვითარმედ "და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი; წარვიდა სახიდ თვისად. და შემდგომად დღეთა ამათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და შვა ძე, ხოლო ზაქარიამ მოითხოვა ფიცარა და დაწერა, ვითარმედ იოანე არის სახელი მისი, და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენა, და აკურთხევდა ღმვრთსა. და იყო შიში და დაკვირვება ყოველთა შორის, და იტყოდეს "რამე იყოს ყრმა ესე?!" აწ ამისთვისა ვისმინოთ, ქრისტეს მოყვარენო, რომ ხუთი განსაკვირვებელი და განსადიდებელი საქმეცა, მაშინ გამოცხადდა და განისმა ყოველსა ქვეყანასა და ერსა შორის!

პირველად საკვირველი და განსადიდებელი საქმე იყო, რომ ბერწი მუცელქმნილი შეიქმნა და ყრმა სვა მოხუცებულმან და გარდასრულმან დღეთა თვისთა, განმელისგან და უნაყოფოსაგან საშოსა, და ესე არა საკვირველ არს, რომელ სხვა შვიელერისაგან ქალწულისა შობა შვილისა! არამედ დიდრაიმე საქმე არს ესე, რომელ ბერწმან და უშვილომან, და მოხუცებულობით გარდასრულმან, დღეთა შინა თვისთა, შვა ყრმა, ზესთა საკვირველებისა მადლითა აღვსილი, და ერთად ესე არს საკვირველ და განსადიდებელ. მეორედ კვალად საკვირველ და განსადიდებელ ესე არს, რომელ საშოთგანვე დედისათ განწმედილიქმნა, ვითარცა დასწწერს ქმიდაი სახარება, ვითარმედ "ხოლო ყრმა იგი აღორძინდებოდა და განტკიცნებოდა სულითა". ამით უწყით ესე, რომელ სამნი ვინმე განწმედილიქმნენ საშოთგანვე დედისათ: იერემია, იოანე და ქალწული ღუითისმშობელი. დაღათუ განწმედასა ამათასა სხვა-და სხვაობა აქნდა რომელ თუმცა იერემიას ზედა მიეფინა მადლი სულისა წმიდისა, და კვალად იოანე აღივსო სულითა წმიდითა; არამედ შობა და საშოთგანვე განწმედა ქალწულისა მარიამისი, ამათ ყოველთა ზედა უმეტესად, და უდიდებულესად აღსავსე იყო მადლითა ყოვლად წმიდისა სულისათა, ვინათგან სხვათაცა შემძლებელარს მინიჭებად მადლსა სულისა წმიდისასა, რამეთუ დედა არს შემოქმედისა ყოველთასა, და კაცთმოყვარისა ღუითისა. მესამედ, კვალად უგანცხადებულესი, განსადიდებელი საქმე იქმნა ამას ზედა, რომელ საშოთგანვე დედისათ თAყვანისცა უფალსა იესოს, ვითარცა დასწერს სახარება, ვითარმედ " აღვიდა მარიამ მთად კერძოდ, და მოიკითხა ელისაბედ, ექვსისა თვისა მიდგომილი, და სულისაგან წმიდისა ისწავა, რომ მეუფე მეუფეთა მისგან იშვებოდა, ყრმა იგი საშოთგანვე კრთომით თაყვანისცემდა. ხოლო ელისაბედ მადლითა ღუითისა განბრძნობილი, იტყოდა: კურთხეულხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულარს ნაყოფი მუცლისა შენისა!" ეჰა ეჰა, საკვრიველარს და განსადიდებელ განგება შენი სიტყვაო ღუითისაო, ღმერთო ჭეშმარიტად! მეოთხედ, კვალად განსადიდებელი და საკვირველი იქმნა, რომელ ვითარცა საშოთგანვე დედისათ, ექვსისა თვისამან თვითცა თაყვანისცა ქალწულსა მარიამს, და ენაცა დედისა აღატყვა, და აკურთხა ღმერთი; ეგრეთვე შობადმე თვისსა დადუმებულიყო ენა მამისა და შობასა თვისსა ზედა, მსწრაფლ აღუხვნა პირი და ენა მამისა, და აღმოათქმევინა სამღთოსა საწინასწარმეტყველოსა მოსწავებითა, ვითარმედ "და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლისა იწოდო" და შემდგომი. ამისთვის დადუმება ზაქარიასი მომასწავებელი იყო, რომ ძველი სჯული დასცხრა და დადუმდა; და შემდგომად აღხმა და მეტყველება ენისა, ახალსა ამა მადლსა და ქრისტეს ჭეშმარიტსა მაცხოვარებითსა ქადაგებასა გამოაცხადებდა. კვალად, მეხუთედ, დიდებული და განცხადებული სასწაული იქმნა ამა დიდებულისა ნათლისმცემელისა შობასა ხედა, რომელ, როდელად უღმრთო იგი და უსჯულო იროდი მოსწყვედდა უწყალოდ და მოსრევდა ჩჩვილთა ეგოდენთა ბეთლემს შინა, და სხვათა ადგილითა წარავლინნა მტარვალნი, რათა არცაღა ერთი ჩჩვილი განერესო, ვითარცა აღწერსო მათე მასერებელი "ორის წლიდგან და უდარესის მსგავსად მის იოსეზე ჯამისა, მაშინ ხომ ჩჩვილი იყო ექვსი თვით უმეტესი უფალსა იესოსეზედ, განა იმ მტარვალთა ან ის მოურჩებოდათდა ან არ მოჰკლევდნენ?! ამისთვის რომელნიმე აღწერენ კლდე განიპოო და ჟამადმდე დედაცა და შვილნიც მიეფარენო; მაგრამ უფრო ღვთის საკვირველთ მოქმედებამ განრინა, ჭეშმარიტად ღვთის განგებამა და ბრძანებამ საკვირველის სასწაულით დაფარა, და იმ მომსვრელთ მტარვალთ თვალებს არ დაანხვა, ამისთვისა რომე, ყოველთაგადნ ამას უმეტესად სოფელსა შინა მოქცევა ცოდვილთა, და ჩვენი სინანულად მიწოდება მიელოდა, ვითარცა დასწერს მარკოზ მახარმბელი, ვითარმედ " იყო იოანე უდაბნოსა და ნათელს-სცემდა და განვიდოდა მისა ყოველი სოფელი ჰურიასტანისა, და ნათელს იღებდეს-ოირდანესა შინა და აღუარებდეს ცოდვათა. მათთა" და აწ ესე სხვი-განვიხილოთ და კეთილად გამოვიძიოთ, საყვარელნო და ვადიდოთ ყოველთავე დიდებული შობა ნათლის-მცემელისა და თაყვანი ვსცეთ, თუ ვითარმედ საშოთგანვე დედისათ და სიჩჩოთგანვე, კეთილი და სათნო გამოირჩა ღმერთმან და თუ ვითარ თვით მშობელნიცა ზაქარია და ელისაბედ, ღვთის-საყვარელნი და ღვთის-სათნონი იყვნენ და ეგრეთვე საყვარელსაცა ძესა თვისსა კეთილად და ღვთის სათნოდ ზრდიდენ და ამაზეედ კარგად დავინახოთ ჩვენი უკეთურება და სიბოროტე, რომ პირველად, არც თვით მშობელნი ვართ კეთილნი და არც შვილთა ჩვენთა ვზრდით კეთილად. უფროსღა სიბოროტესა და უკეთურებას ვასწავლით, ჩხუბსა შფოთსა და სიმძულვარესა და ძმათა და მეზობელთ მტერობას ვასწავლით! ვაი ჩვენ და ათასჯერ ვაი, რომ იმ ჩვენის შვილების უკეთურებაში გარდა, უფროსღა ჩვენი ამ სოფელსა და იმ სოფელსა წარწყმედა, შერცხვენა და საუკუნო დასჯა არის ჭეშმარიტად! მივხედოტ, საყვარელნო, რომ როგორც კეთილი იყო ნათლისმცემელი და კეთილნი მშობელნი ჰყვანდენ ისეც ღმერთმან დაიფარა განსაცდელისა, სიკვდილისა და იმ უწყალოთა მთარვალათაგანა და ახლა ჩვენი თავი ამით გვებრალებოდეს, რომ ჩვენ საითაც მშვიდობიანო გზა გვეგონოს, იქ მტერი გვერევა: გვაოხრებს, გვატყვევებს და გვხოცს! ხან სნეულება და სიკვდილი ჩვენის საყვარლებისა გვიბნელებს თვალებს და ხან სიგლახაკე და შიმშილი გვაწუხებს და არ იქნა, ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია და ვერ გამოიხსნა ამდენი სხვა და სხვა განსაცდელისა და შეწუხებისაგანა და ეს ვერ დაგვინახავს, რომ ეს ყოველივე ჩვენის ცოდვისა და მოუქცევლობისგან არის! ამაზედ ღმერთი, იოანე ნათლის-მცემელსა და იერემია წინასწარ-მეტყველსავით საშოთგანვე დედისათ ჩვენს განწმენდას კი არ ელის და არც გვაყვედრებს და არვ ჩვენი შეცოდება უკვირს; მაგრამ მოქცევასა და სინანულს კი გვიბრძანებს და ახლა ეს ჩვენს გულში გავსინჯოთ, და ვიცით, რომ უაღსარებო და უზიარებელი წარწყმდება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა აღსარება თქვას და ეზიაროს, თორემ ის ჭეშმარიტი ქრისტიანე არ არის და არც ქრისტიანედ შეიწყნარება და გავიგონოთ, რომ ღმერთი ამას გვიბრძანებს და ამისთანას მოქცევას მიგველის! ეგრეთვე კვირასა და უქმეს და მარხვას გვიბრძანებს, რომ დიდად რომ გაჭირებული საქმე გვქონდეს, კვირასა და უქმეს მაინც უნდა წირვა და ლოცვა მოვისმინოთ და ამას გვიბრძანბეს ღმერთი! ეგრეთვე ღმერთს ჩვენტვის თვალი კეთილ-სახილველად მოუცია და ნუ მივხედავთ ბოროტებად არა წმიდების გულის თქმითა და ნუცა შურითა და მტერობითა და ამას გვიბრძანებს ღმერთი! ეგრეთვე ხელი ჩვენი ღმერთს ჩვენთვის კეთილ-წარმართებლად მოუცია და ჩვენ ტაცებისა და სიხარბისთვის ნუ მოგვიმარჯვავს, ნუ გვინდა ნაარმევი, ნამალევი, ნაპოვნი, მუშაკის ვალი და ანგარებით შეკრებილი, თორემ ცოტა ხანს უკან დაინახავ, რომ დიაღ მსწრაფლ და ადვილად განგებნევა. ამას გამცნებს ღმერთი! ეგრეთვე ნუ ვიქმნებით. შვილნო, მშობელთა ჩვენთა შემაწუხებელნი და ურჩნი და ნურცა მებატონეთა ჩვენთა ბრძანების უსმენნი და გაუგონარნი და ნუცა სულიერთა მამათა, და სამღვდელოთა კაცთა, და მწყემსთა ჩვენთა უპატიო და შეურაცხის მყოფელნი! ღმერთი გვიბრძანებს ყოველთა ამათ მცნებათა, საყვარელნო და შევიწყნაროთ და გავიგონოთ ყოველნივე ესე, და შევიკტბოთ ძმანი და მეზობელნი, და ვიქმნნეთ მოწყალე შეწუხებელთა, და გულითა მდაბალ მშვიდ და კეთილ და შვილნიცა ჩვენნი, ქრისტეანობის წესითა, კეთილად აღვზარდნეთ ნათლისა-მცემლისა მადლითა, იმავ, სიყრმითგანვე ვასწავლოთ აღსარება, ზიარება, ლოცვა და მარხვა და ამისთვის ღმერთი ჩვენც მოწყალე გვექმნება და ჩვენს ქვეყანასაცა მშვიდობასა და კეთილს-ნაყოფიერებას აღირსებს, და ჩვენის ხელმწიფისა და ჩვენს მტერსა და ორგულსაც დასცემს და დაამდაბლებს ძალი ღვთისა და მადლის დიდებულისა ნათლის-მცემლისა და გვაღირსებს, რომ წლითი წლად მარადის იმის დღესასწაულს აღვასრულებდეთ, ლოცვითა, წირვითა, ვედრებითა, სინანულითა და მარხვითა გულისა, პირას და ენისათა და ვადიდებდეთ სახელსა მამისა ძისა და სულისა წმიდისა; აწ და საუკუნეთა, უკუნისამდე, ამინ.